Sunday, September 20, 2015

პროექტის რეფლექსია



                

                                                      პროექტის რეფლექსია
        
   პროექტი:                              ,,სტუმრად ზღაპრის სამყაროში“
პროექტის მიზანია:მოსწავლეებმა შეძლონ ზღაპრის წიგნების მოძიება,წაკითხვა და გააზრება.შეძლონ ილუსტრირებული წიგნების შექმნა და პრეზენტაციის მოწყობა.
        მოსწავლეების წიგნით დაინტერესების საკითხი დღეს მეტად აქტუალურია. ამისათვის გადავწყვიტე ამ პროექტის შემუშავება.საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო პროცესი გამოვიდა.თუმცა ბევრი დადებითი შედეგი მივიღეთ.კლასის ყველა მოსწავლე ინტერესით ჩაერთო პროექტში.დაიხმარეს მშობლები, აქტიურად სარგებლობდნენ ბიბლიოთეკით, წაიკითხეს უამრავი ლიტერატურა.ჩემი მიზანიც ეს იყო.მუშაობის პროცესი მეტად საქმიანი და საინტერესო იყო .
სანამ  ამ პროექტს დავგეგმავდი ვიფიქრე, რომ მხოლოდ ზღაპრების წაკითხვა არ იქნებოდა საინტერესო.სწორედ ამიტომ გავესაუბრე მუსიკის მასწავლებელს და სკოლის ბიბლიოთეკარს, მივიღეთ გადაწყვეტილება პროექტის გამრავალფეროვნებით უფრო დავაინტერესებდით ბავშვებს.
         პროექტის შესრულების პროცესში შევხვდით დაბრკოლებებსაც:უამრავმა მასალამ მოიყარა თავი,ყველას ინსცენირება და ილუსტრირება შეუძლებელი გახდა.მიმავალში მე თვითონ შევურჩევ ასაკის შესაბამის ლიტერატურას.
      პროექტმა დიდი სარგებლობა მოგვცა მე და ჩემს მოსწავლეებს.მათ გაიუმჯობესეს კითხვის ტექნიკა,განუვითარდათ წიგნიერების,შემოქმედებითობის დათანამშრომლობის უნარები. ასევე ჩვენი პრეზენტაციით დავაინტერესეთ სხვა კლასის მოსწავლეებიც.მოხდა ზრაპრების პოპულარიზაცია. კოლეგებიც დაინტერესდნენ ,მოგვიწონეს პროექტი და გვთხოვეს დახმარება .თვითონაც გაუჩნდათ სურვილი მსგავსი პროექტის განხორციელებისა.
        

ციფრული რესურსების რეფლექსია



                             ისტის გამოყენებით შექმნილი რესურსის რეფლექსია
ი.გოგებაშვილის  ,,ბერიკაცი და ნამყენი“ პრეზენტაცია და დავალება i კლ                                
                ჩემს მიერ შექმნილი რესურსის მიზანია: მოსწავლეებმა მოისმინონ და ადექვატურად აღიქვან მარტივი ტექსტი.გამოხატონ თავისი დამოკიდებულება. განივითარონ ბუკში მუშაობის უნარ_ჩვევები.ესგ ქართ1.1,1.4,1.5    ისტ1.1,1.4
     კლასის მართვის სისტემით ბუკებში გადაგზავნილმა პრეზენტაციამ ი.გოგებაშვილის ,,ბერიკაცი და ნამყენი“ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.ყველაზე სუსტი მოსწავლეც კი ინტერესით აკვირდებოდა და კითხულობდა ტექსტს.გაკვეთილი უფრო აქტიური გახდა როდესაც დავალება გადავუგზავნე.ყველა ცდილობდა მის შესრულებას,ვისაც გაუჭირდა თვითონ  თანაკლასელები ეხმარებოდნენ.
         კოლეგებმა მოიწონეს რესურსი და გადაწყვიტეს თვითონაც გამოიყენონ გაკვეთილზე. ყველას გაუჩნდა სურვილი თვითონაც შეექმნა რესურსი,რადგანაც დაინახეს როგორი ხალისით იმუშავეს ბავშვებმა .მათთვის ერთფეროვანი გაკვეთილები მოსაწყენია.
      ამ რესურსის გამოყენება დამეხმარა გაკვეთილის მიზნის მიღწევაში. გაააქტიურა კლასის უმრავლესობა. გაკვეთილი საინტერესო სახალისო და აქტიური გახადა.
             ასე რომ,რაც მეტი სიახლე იქნება გაკვეთილზე გამოყენებული მით უფრო დაინტერესდებიან მოსწავლეები და გაუადვილდებათ მასალის ათვისება.

სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართია:qetevanwiklauri.blogspot.com

პროექტის სახელწოდება: „სტუმრად ზღაპრის სამყაროში“



                      სასწავლო პროექტი
                                      (გეგმა)
1.     პროექტის სახელწოდება:
„სტუმრად ზღაპრის სამყაროში“.
2.     პროექტის აქტუალობა:    
პროექტის აქტუალობა მისი აუცილებლობისგან მომდინარეობს. მოსწავლეები დავაინტერესო წიგნით.  განსაკუთრებით ზღაპრებით. დავაფიქრო, რამდენად საინტერესოა ზღაპრის სამყარო და რამდენი სიბრძნე დევს თითოეულ მათგანში.
3.     პროექტის მიზნები: 
მოსწავლეებმა შეძლონ ზღაპრების მოძიება ბიბლიოთეკებში. სასურველი ზღაპრების წაკითხვა და გააზრება. შეძლონ ილუსტრირებული წიგნების შექმნა. გაითავისონ  წიგნის მნიშვნელობა და ისწავლონ მისი  მოფრთხილება. შეძლონ  პრეზენტაციის მოწყობა.
4.     საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
ქართული ენა:  IV.6,   IV.7,   IV.8,  IV.10,
ხელოვნება:  ს.გ. IV.5,  ს.გ.IV.12,  ს.გ.IV.10,  ს.გ.IV.6.
მუსიკა: IV.5,  IV.6,  IV.10.
5.    პროექტის ამოცანები:
საღამოს მოწყობა, გამოფენა-ზღაპრის ილუსტრაციები და მოსწავლეთა მიერ დამზადებული წიგნები. მოხდება ზღაპრების პოპულარიზაცია, როლების განაწილება და ზღაპრების ინსცენირება.
6.    პროექტის განხორციელების წინაპირობები:
მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები კითხვის, წერის, ილუსტრირების და პრეზენტაციის მოწყობის. 
7.    პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:
ჯგუფებში განაწილება, წიგნების მოძიება, საქმიანობის განაწილება მოსწავლეთა ინტელექტის შესაბამისად. პროდუქტის მომზადება, პრეზენტაცია. მოსწავლეები წაიკითხავენ, დახატავენ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებს. დაახასიათებენ მათ და ისაუბრებენ რომლის როლში ისურვებენ ყოფნას. ფერადი ფურცლებით და ნახატებით აკინძავენ წიგნებს, გააფორმებენ ყდას, შეარჩევენ ზღაპარს, გაინაწილებენ როლებს და მოაწყობენ ინსცენირებას, პრეზენტაციას და გამოფენას.
8.     პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი:
მეოთხე კლასი, 9-10 წელი.
9.    პროექტის მონიტორინგის და შეფასების სტრატეგია:
მასწავლებელი აკვირდება პროექტის მსვლელობას, აძლევს მითითებებს, რჩევებს, აკეთებს ჩანაწერებს, შენიშვნებს, შეიმუშავებს კრიტერიუმებს (თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება, შემოქმედებითობა).
10.            პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები:
ყველას შევურჩევ თავისი ინტელექტის და ასაკის შესაბამის აქტივობას.
11.        მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გაუუმჯობესდება კითხვის ტექნიკა, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.



გაუღვივდებათ ინტერესი წიგნის მიმართ. ერთმანეთს გაუცვლიან წიგნებს, განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარი. 
12.       პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო: 
40 დღე- სასწავლო წლის ბოლოს.
13.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბიბლიოთეკა, კომპიუტერი ზღაპრის წიგნები, სახატავი მასალა, ფერადი ქაღალდები, მუყაოს ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სასცემო კოსტუმები.
 პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან წიკლაური.
 დამხმარე მასწავლებლები:
 ციცინო ერაძე, ნანა ბობღიაშვილი