Sunday, September 20, 2015

პროექტის სახელწოდება: „სტუმრად ზღაპრის სამყაროში“



                      სასწავლო პროექტი
                                      (გეგმა)
1.     პროექტის სახელწოდება:
„სტუმრად ზღაპრის სამყაროში“.
2.     პროექტის აქტუალობა:    
პროექტის აქტუალობა მისი აუცილებლობისგან მომდინარეობს. მოსწავლეები დავაინტერესო წიგნით.  განსაკუთრებით ზღაპრებით. დავაფიქრო, რამდენად საინტერესოა ზღაპრის სამყარო და რამდენი სიბრძნე დევს თითოეულ მათგანში.
3.     პროექტის მიზნები: 
მოსწავლეებმა შეძლონ ზღაპრების მოძიება ბიბლიოთეკებში. სასურველი ზღაპრების წაკითხვა და გააზრება. შეძლონ ილუსტრირებული წიგნების შექმნა. გაითავისონ  წიგნის მნიშვნელობა და ისწავლონ მისი  მოფრთხილება. შეძლონ  პრეზენტაციის მოწყობა.
4.     საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
ქართული ენა:  IV.6,   IV.7,   IV.8,  IV.10,
ხელოვნება:  ს.გ. IV.5,  ს.გ.IV.12,  ს.გ.IV.10,  ს.გ.IV.6.
მუსიკა: IV.5,  IV.6,  IV.10.
5.    პროექტის ამოცანები:
საღამოს მოწყობა, გამოფენა-ზღაპრის ილუსტრაციები და მოსწავლეთა მიერ დამზადებული წიგნები. მოხდება ზღაპრების პოპულარიზაცია, როლების განაწილება და ზღაპრების ინსცენირება.
6.    პროექტის განხორციელების წინაპირობები:
მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ცოდნა და უნარები კითხვის, წერის, ილუსტრირების და პრეზენტაციის მოწყობის. 
7.    პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:
ჯგუფებში განაწილება, წიგნების მოძიება, საქმიანობის განაწილება მოსწავლეთა ინტელექტის შესაბამისად. პროდუქტის მომზადება, პრეზენტაცია. მოსწავლეები წაიკითხავენ, დახატავენ საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებს. დაახასიათებენ მათ და ისაუბრებენ რომლის როლში ისურვებენ ყოფნას. ფერადი ფურცლებით და ნახატებით აკინძავენ წიგნებს, გააფორმებენ ყდას, შეარჩევენ ზღაპარს, გაინაწილებენ როლებს და მოაწყობენ ინსცენირებას, პრეზენტაციას და გამოფენას.
8.     პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი:
მეოთხე კლასი, 9-10 წელი.
9.    პროექტის მონიტორინგის და შეფასების სტრატეგია:
მასწავლებელი აკვირდება პროექტის მსვლელობას, აძლევს მითითებებს, რჩევებს, აკეთებს ჩანაწერებს, შენიშვნებს, შეიმუშავებს კრიტერიუმებს (თანამშრომლობა, ბიბლიოთეკის გამოყენება, შემოქმედებითობა).
10.            პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები:
ყველას შევურჩევ თავისი ინტელექტის და ასაკის შესაბამის აქტივობას.
11.        მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს გაუუმჯობესდება კითხვის ტექნიკა, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.



გაუღვივდებათ ინტერესი წიგნის მიმართ. ერთმანეთს გაუცვლიან წიგნებს, განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარი. 
12.       პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო: 
40 დღე- სასწავლო წლის ბოლოს.
13.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბიბლიოთეკა, კომპიუტერი ზღაპრის წიგნები, სახატავი მასალა, ფერადი ქაღალდები, მუყაოს ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სასცემო კოსტუმები.
 პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან წიკლაური.
 დამხმარე მასწავლებლები:
 ციცინო ერაძე, ნანა ბობღიაშვილი

1 comment:

  1. merit casino【WG】bobet casino bonus codes
    【 Wal-Mart-Home】bobet casino bonus codes,best 카지노사이트 gambling sites in india,best casino bonus codes,gambling sites,casinocode bonus codes,welcome 메리트카지노 to play,casino febcasino

    ReplyDelete