Thursday, September 10, 2015

იაკობ გოგებაშვილის "ბერიკაცი და ნამყენი" გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
 გაკვეთილის მთავარი თემა
ი.გოგებაშვილის „ბერიკაცი და ნამყენი“
მოსწავლეთა პროფილი
21 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
კითხულობს ტექსტს . აღწერს სურათს . ვარჯიშობს მართლწარმოთქმაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ხმამაღალი და სწორი კითხვის ჩვევის დაუფლება.ახალი ლექსიკური ერთეულების გააზრება.პერსონაჟის დახასიათება.
კითხვის დასმა და პასუხის გაცემა.
ე.ს.გ.1.1 მოსწავლეს შეუძლიამოისმინოს და ადეკვატურად აღიქვასმარტივი ინფორმაცია.
1.4 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება
1.5 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
                                  
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ანბანი, კითხულობენ დამარცვლით. აღიქვამენ მარტივ ტექსტს.

შეფასების საგანი და პროცედურები
მიმდინარე განმავითარებელი
შეფასება კომენტარებით, კითხვა-პასუხით, დაკვირვებით


სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელო , ბუკი, დაფა, ცარცი, მოძრავი ანბანი და სიტყვები, დასარიგებელი ბარათები


გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება - 1 წთ
აქტივობა   1  - 2 წთ
გამოწვევა კითხვების საშუალებით:
წელიწადის რომელი დროა ახლა?
თუ იცით რა საქმიანობას ეწევიან ადამიანები გაზაფხულზე? (დაფაზა ვადგენ ასოციაციურ რუკას)
ყურადღებას ვამახვილებ მყნობაზე. 
აქტივობა 2- 7 წთ
კლასის მართვის პროგრამით უზიარებ ბავშვებს ჩემს ეკრანს და ვაჩვენებ პრეზენტაციას „ბერიკაცი და ნამყენი“ ი. გოგებაშვილის მიხედვით („დედაენა“ ნ. მაღლაკელიძე)
აქტივობა 3 –წთ
ტექსტის კითხვა სახელმძღვანელოში
 აქტივობა 4 - 4 წთ
ახალი სიტყვებით  წინადადების შედგენა დაფაზე 
აქტივობა  5 – 2 წთ
წუთშესვენება
აქტივობა 6 – 3 წთ
წაკითხულის ანალიზი
კითხვებზე (ვინ არიან ამ ნაწარმოების პერსონაჟები? რა გვასწავლა ამ მოთხრობამ? დავახასიათოთ ბერიკაცი.) პასუხის გაცემა და მათი
დასაბუთება.
აქტივობა 7 – 6 წთ
ბუკში დავალების შესრულება.
აქტივობა 8 – 3 წთ.
შეჯამება  შეფასება
რა მოგვეწონა?
რა არ მოგვეწონა?
რას შევცვლიდით?


        








                        შეფასების კრიტერიუმები
კრიტერიუმი
ასრულებს დამოუკიდებლად
მასწავლებლის დახმარებით
უჭირს შესრულება
კითხულობს სწორად
მოცემული სიტყვებისგან ადგენს წინადადებას
ახასიათებს პერსონაჟს საკუთარი აზრის დასაბუთებით




                     

No comments:

Post a Comment